TBC Capital-ის მიერ ჩატარებული საქართველოს ავტოპარკის კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობა მზარდია. მათი წილი 2023 წლის 9 თვეში რეგისტრირებული მსუბუქი მანქანების 1.2%-ს შეადგენდა.
2017-2021 წლებში ახლად რეგისტრირებულ ელექტრომობილებს ზრდის ტენდენცია არ ახასიათებდა. რაც შეეხება 2022 და მიმდინარე წელს, უკვე მზარდი ტენდენცია შეიძინა.
მიუხედავად ამისა, მათი რიცხვი მთლიან ავტოპარკში კვლავაც უმნიშვნელო რჩება.
მიმდინარე წლის ცხრა თვეში ელექტრომობილების რიცხვი 1,175 ერთეულამდე გაიზარდა, რაც იძლევა საფუძველს, ითქვას, რომ ტენდენცია პერსპექტიულია ამ სეგმენტის სამომავლო განვითარებისთვის.
რაც შეეხება მათ ასაკს, ქვეყანაში არსებული ელექტრომობილების უმრავლესობა 11 წელზე უფროსი ასაკისაა.
ელექტრომობილებს შორის Nissan დომინირებს. მას მთლიანი პარკის 52%-ზე მეტი უკავია.