Burberry-მა შემოსავალი მოსალოდნელზე მეტად გაზარდა, თუმცა, ფუფუნების ნივთების ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელს მოგება შეუმცირდა.
მიმდინარე წლის 30 სექტემბრისთვის კომპანიის მოგებამ $271,2 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით არის შემცირებული. 2022 წელს კომპანიამ $312 მილიონის მოგება მიიღო.
ეს იმ პირობებში, როცა Burberry-ის შემოსავლები 4%-ით გაიზარდა და $1,7 მილიარდი შეადგინა.
ასეთ შედეგს ფუფუნების საქონელზე მოთხოვნის შემცირება განაპირობებს.
ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ 2024 ფისკალურ წელს $5 მილიარდის შემოსავლის გამომუშავება შეიძლება, რისკის ქვეშ დადგეს, თუ ძვირად ღირებული ბრენდის პროდუქციაზე სუსტი მოთხოვნა შენარჩუნდება.
Burberry 1856 წელს დაარსდა. კომპანია ტანსაცმელს, აქსესუარებსა და სუნამოებს აწარმოებს.