პენტაგონი „გარეცხილ“ რუსულ ნავთობს ყიდულობს, – ამის შესახებ Washington Post წერს.
ნავთობის პირველი პარტია შეძენილია ბერძნული გადამამუშავებელი ქარხანა Motor Oil Hellas-დან, რომელიც მას თურქეთში ნავთობის საწყობიდან იღებს. ამ გზით ის ნავთობის რუსული წარმომავლობის დამალვას და სანქციების გვერდის ავლით გაყიდვას ახერხებს.
როგორც გამოცემა წერს, საბერძნეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე Motor Oil Hellas-ის გადამამუშავებელი ქარხანა ნავთობპროდუქტებს რუსული როსნეფტისგან ყიდულობს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დიდი მოცულობის მაზუთში, რომელიც მიეწოდება Dortyol-დან Motor Oil Hellas-ს, შენახვის დროს სხვადასხვა წარმოშობის პროდუქტების შერევა ხდება.
WP-ის ცნობით, რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ, პენტაგონმა საბერძნეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან თითქმის $1 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.
“შედეგად, დიდი რაოდენობით რუსული პროდუქტი ხვდება ნარევში. რუსული ნავთობპროდუქტების ზუსტი რაოდენობა, რომელიც პენტაგონმა იყიდა საბერძნეთიდან, ვერ დადგინდა”, – ნათქვამია მასალაში.
ჯო იოსვა, პენტაგონის თავდაცვის ლოგისტიკის სააგენტოს სპიკერი, ამბობს, რომ სააგენტომ არ იცის საწვავში „რუსული კვალის“ შესახებ.
Motor Oil Hellas ასევე უარყოფს ინფორმაციას რუსული ნავთობის შესყიდვის შესახებ და აცხადებს, რომ იმპორტი არასანქცირებული წარმოშობისაა.