საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი იზრდება. ექსპორტ-იმპორტს შორის სალდო 2023 წლის ოქტომბერშიც გაუარესდა. ამას საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული 2023 წლის 10 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები ადასტურებს.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $17,786 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი $5,102.7 მილიარდი იყო (გაიზარდა 12.5%-ით), ხოლო იმპორტი – $12, 683.4 მილიარდი (გაიზარდა 17.8%-ით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში $7,580.7 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 42.1%-ს შეადგენდა.
ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი.
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბალანსი $6,136.4 მილიარდი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ს შეადგენდა.