TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში, თბილისში 3,377 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც მნიშვნელოვანი მატებაა წინა თვესთან შედარებით (+13%). თუმცა, წლიურ ჭრილში 14%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც ძირითადად მაღალი საბაზისო ეფექტითაა გამოწვეული, რადგან 2022 წლის ბოლო კვარტალი ძალიან აქტიური იყო ბაზრისთვის.
ამავე პერიოდში ერთი კვადრატული ფართის გასაყიდმა ფასმა $1,176 შეადგინა და სექტემბერთან შედარებით 1%-ით იმატა. ხოლო წლიურ ჭრილში 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საშუალო გასაყიდი ფასი ($/კვ.მ)
გაყიდვებისა და გასაყიდი ფასის ზრდის ფონზე ბაზრის მოცულობა თვიურად 2%-ით გაუმჯობესდა ($229 მლნ), თუმცა წლიურად 12%-იანი კლება დაფიქსირდა.
ახალი vs ძველი ბინები
2023 წლის ოქტომბერში დედაქალაქში 705 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 29%-ით მაღალია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. წლიურ ჭრილში 9%-იანი კლება დაფიქსირდა.
ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 2,672 შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ხოლო წლიურ ჭრილში 15%-იანი კლება შეინიშნება.
იმის გამო, რომ თვიურ ჭრილში ახალი ბინების გაყიდვებმა უფრო შესამჩნევად იმატა, მათი წილი მთლიან გაყიდვებში 21%-მდე გაიზარდა.
გაყიდული ბინები/ახალი vs ძველი (‘000)
ბინების ფასები იზრდება
საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+12%), ისე ძველი (+18%) ბინების შემთხვევაში.
თვიურ ჭრილში, გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის 1.1%-ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინებისთვის 1.4%-ით გაიზარდა.
2023 წლის ოქტომბერში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვების წილმა ტრანზაქციებში 42% შეადგინა.
125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 5% შეადგინა.
მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 16% შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება 2022 ოქტომბრის მაჩვენებელს.