საქსტატის განახლებული მონაცემებით, 2023 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის საქართველოში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული, რაც შარშანდელთან შედარებით 5,4%-ით არის გაზრდილი (2022 წელს- 1 563 165).
2022 წლის სტატისტიკით, 1000 კაცზე 418 ავტომობილი მოდიოდა.
ავტომობილების 37.5% დედაქალაქშია რეგისტრირებული.
რაც შეეხება მოდელებს, როგორც მსუბუქ, ისე სამგზავრო ავტომობილებში რაოდენობით შემდეგი მარკის ავტომობილები ლიდერობენ:
- Ford Transit – 49,2 ათასი ავტომობილი
- Toyota Prius – 45, 6 ათასი
- Opel Astra – 37,1 ათასი
- VAZ 21063 – 23, 1 ათასი
- Honda Fit – 22, 9 ათასი
- MERCEDES-BENZ C 180 –18,5 ათასი.
- OPEL VECTRA – 17,2 ათასი.
ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 83%-ზე მეტი 10 წელზე მეტი ასაკისაა. ავტომანქანების მხოლოდ 1,7% არის ბოლო 2 წელში გამოშვებული.