დღევანდელი, 1-ელი ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.70 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7149 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 2.27 თეთრით გამყარდა და 1 ევროს კურსმა 2.8650 ლარი შეადგინა.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში ლარი 0.48 თეთრით გამყარდა და მისი კურსი 3.2964 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.58 თეთრი ღირს.