დღევანდელი, 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.21 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7037 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით ეროვნული ვალუტა 0,46 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური კურსი 2.8565 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი 1,07 თეთრით გაუფასურდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის კურსი 3.2793 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.59 თეთრი ღირს