აჭარაში არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება გაორმაგდა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი იქნება.
აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი დაიწყო. ამოქმედდა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბიც.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი.
საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, მას ქობულეთის საკონსერვი ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
ციტრუსის შტაბი მუშაობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.