ფედერალური რეზერვის (FED) ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი ამბობს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობა საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკონომიკას და მისი შედეგები ჯერ კიდევ „უაღრესად გაურკვეველია“.
პაუელის თქმით, საპროცენტო განაკვეთები შეიძლება გაიზარდოს, რადგან აშშ-ში ინფლაცია, ბოლოდროინდელი შემცირების მიუხედავად, „ჯერ კიდევ ძალიან მაღალია“. პროგნოზები მიუთითებს აშშ-ში მშპ-ის ზრდაზე მესამე კვარტალში, მაგრამ ის შენელდება მეოთხე კვარტალში და მომავალ წელს.
„ფედერალური რეზერვი აკვირდება უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ ზრდაზე და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ამან შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდა გამოიწვიოს“, – აღნიშნა FED-ის ხელმძღვანელმა.
სექტემბერში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები კიდევ გაზარდა 5,25-5,5%-მდე დიაპაზონში, რაც 22 წლის მაქსიმუმია.
ფედერალური რეზერვის მიზანია ინფლაციის 2%-ზე ქვემოთ დაწევა, რაც ლოგიკურად, მომავალში განაკვეთების ზრდით უნდა მოხდეს.