PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი), 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ წლიური ფასები განსაკუთრებით შემცირდა საოჯახო სასტუმროების კატეგორიისთვის (-14.3%).
ფასების ყველაზე დიდი კლება თბილისის საოჯახო სასტუმროებმა განიცადა, სადაც წლიურად ფასების ინდექსი 23%-ით არის შემცირებული.
3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი კი, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, 9.8%-ით არის შემცირებული.
კლება ფიქსირდება 2023 წლის აგვისტოსთან შედარებითაც.
წინა თვესთან შედარებით, მთლიანად სასტუმროების ფასების ინდექსი 6.2%-ით არის შემცირებული.
მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.9%-ით შემცირდა.
თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი რაჭაში (26.6%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი აჭარაში (-21.4%).