საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა წლიურად გაზრდილია ($4, 607.4 მილიარდი +12.7%), მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს ზრდა რეექსპორტის ხარჯზე ხდება.
ადგილობრივი ექსპორტი კი მიმდინარე წელს მკვეთრად შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 47.2%-ს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.5%-ით შემცირდა და $2,173 მილიარდამდეა.
ამ მაჩვენებლის შემცირება განაპირობა ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და აზოტოვანი სასუქების ექსპორტის კლებამ, რომლებიც საქართველოს ძირითად საექსპორტო საქონელს წარმოადგენენ.
ფეროშენადნობების ექსპორტი მიმდინარე წლის 9 თვეში 67,1%-ით არის შემცირებული, ხოლო სპილენძის მადნებისა და აზოტოვანი სასუქების ექსპორტმა შესაბამისად, 42,5%-ით და 40,7%-ით დაიკლო.
შემცირების მიუხედავად, წიაღისეული რესურსები მაინც ლიდერობენ ჩამონათვალში და ექსპორტში ყველაზე დიდი წილი უკავიათ:
-
სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $433 მილიონი (წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.9%);
-
ყურძნის ნატურალური ღვინოები – $193.0 მლნ. (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.9%),
-
ფეროშენადნობები –$140.1 მლნ. 6.4%);
-
აზოტოვანი სასუქები –$123 მილიონი(5,7%).
საქართველოს უმსხვილესი პარტნიორები ადგილობრივი ექსპორტის მოხედვით:
-
რუსეთი – $412.3 მლნ
-
თურქეთი – $290.5 მლნ
-
ჩინეთი – $235.0 მლნ.