სამშაბათს ოქროს ფასმა კიდევ მოიმატა.
დეკემბრის კონტრაქტების ფასი ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე გაიზარდა 0,22%-ით, $1938,5- მდე უნციაზე.
ბოლო ხუთი სესიის განმავლობაში ოქრო 3.4%-ით არის გაძვირებული ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე.
ექსპერტების პროგნოზით, 2024 წელს ოქროს ფასმა შეიძლება, ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწიოს, რადგან დოლარი სუსტდება და ფედერალური რეზერვი ამცირებს საპროცენტო განაკვეთებს.