Ford სამსახურიდან დაითხოვს 700-მდე თანამშრომელს, რომლებიც მუშაობდნენ F-150 Lightning-ს აწყობაზე. ეს კომპანიის ყველაზე გაყიდვადი პიკაპის ელექტროვერსიაა.
კომპანიის განცხადებით, ახალ შემცირებას არაფერი აქვს საერთო სხვა ბოლოდროინდელ დათხოვნებთან, რომლებიც ავტომუშაკთა პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ გაფიცვებს უკავშირდებოდა.
კომპანიამ განმარტა, რომ დროებით უარს ამბობს სამ ცვლაში მუშაობაზე თავის მიჩიგანის ქარხანაში.
როგორც Ford-მა განაცხადა, Lightning-ის გაყიდვები მესამე კვარტალში 45%-ით დაეცა წინა წელთან შედარებით. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ მოსალოდნელია გაყიდვების ზრდა წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში, რადგან ქარხანაში სიმძლავრე გაიზრდება. კომპანიის თქმით, მოთხოვნა ელექტრომობილების ხაზზე მაინც მაღალი რჩება.
Ford ასევე დამატებითი 500 თანამშრომელს შეამცირებს ხუთ ქარხანაში გასულ ოთხშაბათს გამართული გაფიცვის გამო, რომელიც მის უდიდეს კენტუკის სატვირთო ქარხანაში გაიმართა.
კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლომდე შეიძლება 4600-მდე თანამშრომელი გაუშვან სხვადასხვა ქარხნიდან გაფიცვის მასშტაბის ზრდის გამო. გაფიცვების სერიის დაწყების შემდეგ კომპანიას უკვე თითქმის 2500 თანამშრომელი ჰყავს სამსახურიდან დათხოვილი.