სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ $283.9 მლნ (751.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.7%-ით ($103.3 მლნ-ით) ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გადმორიცხვებით პირველ ადგილზე ისევ რუსეთია, საიდანაც სექტემბერში $59,47 მილიონი გადმოირიცხა, თუმცა, წინა წელთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის 66%-იან კლებას აჩვენებს.
გადმორიცხვებით მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 443,3 მილიონი გადმორიცხეს. იტალიიდან ფულადი გზავნილები ერთ წელიწადში 19,3%-ით არის გაზრდილი.
მესამე პოზიციაზეა აშშ, საიდანაც წინა თვეში $41,25 მილიონი გადმოირიცხა. ზრდა 43,82%-ს შეადგენს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე $1 მლნ-ს აღემატებოდა.
იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.4% მოდიოდა.
2023 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ $28.9 მლნ (76.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის სექტემბრის ($32.0 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.5%-ით ნაკლებია.