Brent-ის ფასი ბარელზე $89,3-მდე გაიზარდა.
ნავთობის ფასის ზრდა დღეს ახლო აღმოსავლეთიდან მიღებულმა ახალმა ცნობებმა დააჩქარა.
Brent-ის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ლონდონის ბირჟაზე ბარელზე $89,31 შეადგინა, რაც $3,31-ით (3,85%) აღემატება წინა ვაჭრობის მაჩვენებელს.
WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე $3,31-ით (3,99%), $86,22-მდე გაიზარდა.
ამავდროულად, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) ახლახან გადახედა 2023 წლის ნავთობზე გლობალური მოთხოვნილების პროგნოზს და ახლა ელის, რომ ის დღეში 2,254 მილიონი ბარელით გაიზრდება. წინა პროგნოზი 2,243 მილიონი ბარელით ზრდას ითვალისწინებდა.
OPEC, თავის მხრივ, ვარაუდობს, რომ ნავთობზე დღიურად მოთხოვნა 2023 წელს 2.44 მილიონი ბარელით გაიზრდება, ხოლო 2024 წელს ზრდა 2.25 მილიონი ბარელი იქნება