ესპანეთში ბუნებრივი აირის რუსეთიდან იმპორტი აგვისტოში, 2022 წლის იმავე თვესთან შედარებით, 40,7%-ით შემცირდა.
მთლიანობაში ესპანეთში რუსული გაზის იმპორტი წლიურად 11,2%-ით არის შემცირებული.
ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკისა და სტატისტიკის მარეგულირებელმა Cores-მა გამოაქვეყნა.
რუსული აირის წილი მთლიან იმპორტში აგვისტოში 9,8%-მდე შემცირდა, როცა წინა წლის იმავე თვეში 14,7%-ს შეადგენდა.
აგვისტოში ესპანეთისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი აშშ იყო. ამერიკიდან შესყიდული აირი მთლიანი მოცულობის 32,2%-ს შეადგენდა. ალჟირი იყო მეორე უდიდესი მიმწოდებელი ესპანეთისთვის ამავე პერიოდში.
არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული თხევადი გაზის (LNG) იმპორტი მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 40%-ით გაზარდეს (2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
ესპანეთი და ბელგია LNG-ის მსოფლიოს უმსხვილეს მყიდველებს შორის მეორე და მესამე ადგილზე არიან