ახლო აღმოსავლეთის ბირჟები ეცემა ჰამასის თავდასხმის შემდეგ.
პალესტინასა და ისრაელში განვითარებულმა მოვლენებმა რეგიონში საბაზრო ფასებზე შოკისმომგვრელი გავლენა მოახდინა.
პალესტინის ჰამასის წინააღმდეგობის მოძრაობის თავდასხმამ ისრაელზე უკვე გამოიწვია აქციების ფასების ვარდნა ახლო აღმოსავლეთის საფონდო ბაზრებზე, რადგან ინვესტორები გაურკვევლობას ელოდებიან.
არასტაბილურობა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება, რადგან ისრაელის ძალები მასშტაბურ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს ღაზას სექტორზე, პალესტინის მოქმედების საპასუხოდ.
რეგიონის ყველა საფონდო ინდექსი და ლურჯი ჩიპის აქციები მკვეთრ ვარდნას განიცდის. ისრაელის TA-35 საფონდო ინდექსი უკვე 4.9%-ით დაეცა, რაც ყველაზე დიდი კლებაა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ისრაელის ხუთი უმსხვილესი ბანკის ინდექსმა კი 6,3%-ით დაიკლო.
საუდის არაბეთის Tadawul All Share ინდექსი ასევე დაეცა 1%-ით, ხოლო ქუვეითის, კატარის, ომანისა და ბაჰრეინის აქციების ღირებულება საგრძნობლად შემცირდა.
ეგვიპტის საფონდო EGX30 ინდექსი თითქმის 2%-ით დაეცა.