Forbes-მა შეადგინა 50 უმსხვილესი უცხოური კომპანიის სია, რომლებიც რუსეთის ბაზარზე მუშაობენ. 2022 წლის შედეგების მიხედვით, სიას გამოაკლდა 22 კომპანია, რუსეთში ბიზნესის გასხვისების, შეჩერების ან დახურვის გამო. მათი ადგილო დაიკავეს კომპანიებმა ჩინეთიდან, თურქეთიდან და ბელორუსიიდან.
რეიტინგში პირველ ადგილზე საყოფაცხოვრებო საქონლის ფრანგული საცალო ქსელი Leroy Merlin-ია. ერთი წლის წინ ის მეორე ადგილზე იყო. Leroy Merlin აღარ იქნება 2023 წლის რეიტინგში. კომპანიამ გამოაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესზე კონტროლს ადგილობრივ მენეჯმენტს გადასცემს.
რეიტინგის წინა წლის ლიდერმა, გერმანულმა Volkswagen-მა რუსული ბაზარი დატოვა.
Nestle-ს რუსული შვილობილი კომპანია წელს მეცხრე ადგილზეა.
22 უცხოურ კომპანიაში, რომლებიც შარშანდელ რეიტინგში შედიოდნენ, რუსულ ბაზარზე მუშაობა შეაჩერეს. ესენი არიან Volkswagen, Renault (No. 3), Apple (No. 5), Toyota Motor (No. 7), Samsung Electronics (No. 9) და ა.შ.
ერთი წლის წინ რეიტინგში 10 ამერიკული კომპანია იყო, ახლა არის რვა. სიაში ერთიდან ექვსამდე გაიზარდა ჩინური კომპანიების რაოდენობა. ხოლო მესამე ადგილს ინაწილებს სამი ქვეყანა – თურქეთი, საფრანგეთი და გერმანია. რეიტინგში თითოეული ამ ქვეყნის ხუთი კომპანია შედის.
რეიტინგში პირველად გამოჩნდნენ კომპანიები ტაილანდიდან, ყაზახეთიდან და ბელორუსიდან.
ძვირფასი ლითონების მწარმოებელი ყაზახური Polymetal International (No. 13), რეგისტრაციის ადგილად კუნძულ ჯერსის ნაცვლად ასტანას უთითებს. კომპანია, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა რუსეთში, აშშ-ის მიერ სანქციების შემოღების შემდეგ ადგილობრივი მენეჯმენტის მიერ იმართება.
ჰოლანდიური ჰოლდინგი VEON რუსულ აქტივებზე იყო დაფუძნებული. ახლა VimpelCom დაიშალა და იმართება ადგილობრივი მენეჯმენტის მიერ, რომელიც, სავარაუდოდ, ამ შემოდგომაზე მოიპოვებს სრულ კონტროლს კომპანიაზე.
რეიტინგში ბევრი კომპანიაა, რომლებიც ისევ უცხოური ჰოლდინგების „შვილობილი კომპანიები“ არიან, მაგრამ ამავდროულად, ისინი უკვე რუსეთის ქონების მართვის სააგენტოს მართვაში იმყოფებიან. წელს ენერგეტიკული კომპანიების – Unipro-ის (No. 19), Forward Energo-ის (No. 27), Baltika-ის (No. 20) და Danone-ის (No16) წილები სააგენტოს მართვაში გადავიდა.