საქართველოში მოქმედმა 15 კომერციულმა ბანკმა 2023 წლის 8 თვეში 1.812 მილიარდ ლარზე მეტი მოგება მიიღო.
აქედან 236.7 მილიონ ლარამდე მათ აგვისტოს თვეში გამოიმუშავეს.
სულ 8 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით ბანკებს 4.6 მილიარდი ლარის შემოსავალი აქვთ მიღებული.
ყველაზე მეტი მოგება ბანკებმა მიიღეს:
- გაცემულ სესხებზე დარიცხული პროცენტის სახით – 3.877 მილიარდი ლარი
- საპროცენტო შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან – 487,8 მილიონი ლარი
- საპროცენტო შემოსავლები ჯარიმებიდან – 4,8 მილიონი ლარი
- ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება – 453,2 მილიონი ლარი
- საკომისიო შემოსავლები – 399,3 მილიონი ლარი
ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია ბანკების ხარჯი, რომელიც მათ ანგარიშებზე განთავსებულ დეპოზიტებზე სარგებლის სახით გადაიხადეს: საპროცენტო ხარჯი დეპოზიტებზე – 1.36 მილიარდი ლარია.
კომერციული ბანკების მთლიანმა მოგებამ 2.12 მილიარდი ლარი შეადგინა.
მოგების გადასახადის სახით 314 მილიონის გადახდის შემდეგ წმინდა მოგებამ 1.81 მილიარდი ლარი შეადგინა.