თურქული ავიაკომპანია Pegasus-ის ხელმძღვანელმა რუსეთში დრონების თავდასხმებს „ყოველდღიური გამოწვევა“ უწოდა.
Pegasus-ის ხელმძღვანელი გულიზ ოზთურქი Bloomberg-თან ამბობს, რომ დრონების შეტევები მათი თვითმფრინავების ფრენებს აფერხებს.
ოზთურქის თქმით, რუსეთის აეროპორტები და ხელისუფლება სწრაფად რეაგირებს თავდასხმებზე და საჰაერო სივრცე დახურეს, მაგრამ „ეს იწვევს შეფერხებებს”.
Pegasus-ის ფრენები რუსეთში ტრაფიკის დაახლოებით 3%-ს შეადგენს.
Pegasus-ის ვებსაიტზე არსებული ინფორმაციით, კომპანია დაფრინავს მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, გროზნოს, ყაზანის, მაჰაჩყალასა და მინვოდის მიმართულებით.
ევროპის ქვეყნების უმეტესობამ – დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა საჰაერო სივრცე დაკეტეს რუსული ავიახაზებისთვის. მოსკოვმა ამის საპირისპიროდ შეზღუდვა შემოიღო – ევროპულ ავიახაზებს არ შეუძლიათ რუსეთში ფრენა და სხვა ქვეყნებში ტრანზიტისთვის მისი საჰაერო სივრცის გამოყენება.