პოლონეთის მოლაპარაკებები ლიტვასთან, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს შეეხება, დასრულების ეტაპზეა.
როგორც ცნობილია, პოლონეთმა შეიმუშავა უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის სქემა, რომელიც მის მესამე ქვეყნებში გადაგზავნას გულისხმობს. ამგვარად პოლონეთს სურს, თავიდან აიცილოს იაფი უკრაინული აგრარული პროდუქტის ქვეყანაში მოხვედრა.
აღნიშნული სქემით, მარცვლეული უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან პირდაპირ ლიტვის პორტებში უნდა გადამისამართდეს და საბოლოოდ, გერმანიის პორტებში გადაიზიდოს.
უკრაინის მხარეს სურს, რომ მარცვლეულის კონტროლი გერმანიასაც გადაეცეს, რათა ინსპექტირება მოხდეს არა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, არამედ გერმანიის პორტებში.
უკრაინული მხარე ჰპირდება პოლონეთს, რომ თუ მას წლის ბოლომდე არ სჭირდება მარცვლეული, მაშინ მასზე საექსპორტო ლიცენზიებს არ გასცემს.
„პოლონეთი გადაწყვეტს, რამდენ ხანს არ შევა უკრაინული მარცვლეული პოლონეთის ბაზარზე“, – განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა.
როგორც ცნობილია, 15 სექტემბერს ევროკომისიამ უარი თქვა უკრაინიდან ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირას და რაფსის იმპორტის დროებითი აკრძალვის გაგრძელებაზე უკრაინის მეზობელ ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში.
თუმცა, სლოვაკეთმა გაახანგრძლივა აკრძალვა, პოლონეთმა დააწესა დამატებითი ემბარგო უკრაინულ ფქვილზე და ცხოველთა საკვებზე, ხოლო უნგრეთმა კიდევ 25 პროდუქტი დაამატა ჩამონათვალს, მათ შორის უკრაინული წარმოების ხორცი.
ამის საპასუხოდ, უკრაინამ ამ ქვეყნებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) უჩივლა.