თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 30%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც 2003 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ეს რიგით მეოთხე ზრდაა მიმდინარე წლის ივნისის შემდეგ, როდესაც თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად ჰაფიზე გაიე ერკანი დაინიშნა. სანამ ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას დაიწყებდა, განაკვეთი 8.5% იყო.
მარეგულირებელი ორგანო საბაზისო განაკვეთს ზრდის, რათა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ინფლაციის მიზნობრივ 5%-იან დონემდე შემცირება.
აგვისტოში ინფლაცია თურქეთში წლიურად 58,9%-ით გაიზარდა.
ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ თურქული ლირა დოლართან მიმართებაში ოდნავ დასუსტდა. 1 აშშ დოლარი 27,1211 ლირად იყიდება,