დღევანდელი, 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 3,38 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 2.6750 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 3.60 თეთრით დაეცა და 1 ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8631 ლარი შეადგინა.
ლარი 3.31 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ფასი 3.3071 ლარია.
1 თურქული ლირა 9.89 თეთრი ღირს.