თიბისი ბანკმა მომხმარებლებს შეატყობინა, რომ 20 ოქტომბრიდან ყველა ფილიალისა და სერვისცენტრის სალაროში, ფიზიკური პირებისთვის ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიო იცვლება. ცვლილება შეეხება როგორც ლარის, ასევე უცხოური ვალუტის ანგარიშებს.
საკომისიო ვრცელდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ანგარიშზე განთავსებული თანხის გატანაზე.
- 20 ოქტომბრიდან ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო 0.6% გახდება, რაც ამჟამად ლარში 0,2%-ს შეადგენს (უცხოურ ვალუტაში 0,6%-ია).
- 20 ნოემბრიდან იზრდება ფიზიკური პირის ჩემი სეიფის ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო და ის განისაზღვრება 0.6%-ით. ამჟამად მოქმედი ტარიფი ლარის გატანის შემთხვევაში 0,2%-ს შეადგენს (უცხოური ვალუტის გატანის საკომისიო 0,25%-ია).
- 20.11.2023-დან ფიზიკური პირის შემნახველი ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო ასევე გაიზრდება და 0.6% გახდება. ამ შემთხვევაშიც, მოქმედი ტარიფი ლარისთვის 0,2%-ს შეადგენდა (უცხოური ვალუტის გატანის საკომისიო 0,6%-ია).