გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მსოფლიო ლიდერებს გლობალური ფინანსური სისტემის მოსალოდნელ რისკებზე აფრთხილებს.
გუტიერეში ამბობს, რომ მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან გლობალურ ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემებს მნიშვნელოვანი პრობლემები ემუქრება.
პრობლემას ქმნის დიდი ნაპრალი განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის მათ ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემებში, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიებში.
გუტიერეშმა მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, შეიქმნას მექანიზმი, რომლითაც განვითარებად ქვეყნებს დახმარებიან. ეს იქნება ვალის გადახდის შეჩერება, სესხის გაცემის ვადების გახანგრძლივება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება.
გაეროს ხელმძღვანელის წინადადებაა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დამატებით $100 მილიარდი გადაანაწილოს განვითარებადი ეკონომიკის პრობლემების დასაძლევად და მათი ბანკების ლიკვიდურობის გასაძლიერებლად.
განვითარებადი ქვეყნების ვალების დაფარვის შეჩერება, პროექტებისთვის დაზღვევის ახალი ფორმების შეთავაზება და მთავრობებისთვის გადაუდებელი დახმარება მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება მოწინავე სისტემების მშენებლობაში.