ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თქვა, რომ ავსტრიამ 2022 წლიდან რუსეთისგან ენერგორესურსების იმპორტის შემცირება დაიწყო და მოწოდების დივერსიფიცირებას ცდილობს. კერძოდ, მუშაობს გერმანიისა და იტალიის გავლით ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდაზე.
კანცლერმა ასევე თქვა, რომ რუსეთიდან გაზის შესყიდვის გამო მორალურ დისკომფორტს განიცდის, მაგრამ ეს ავსტრიის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
„ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი ენერგომომარაგების უსაფრთხოებაა. თუ ეს მოშლილია, მოშლილია ენერგორესურსების წარმოება და ხალხისთვის მიწოდებაც, ამიტომ, პირველ რიგში, ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზეა საუბარი. ეს არ არის სასიამოვნო მორალური თვალსაზრისით, მაგრამ ამის გაკეთება, ჩემი, როგორც კანცლერის, მოვალეობა“, – განაცხადა ნეჰამერმა.
მან ასევე თქვა, რომ ავსტრიულ ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-ს რუსულ გაზპრომთან კონტრაქტები 2040 წლამდე აქვს და რომ მათი შეწყვეტა ავსტრიას ძალიან ძვირი დაუჯდება.
ივლისში, OMV-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალფრედ შტერნმა განაცხადა, რომ კომპანია გააგრძელებს ბუნებრივი აირის უმეტესი ნაწილის რუსეთიდან მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიული კონტრაქტები სხვა მომწოდებლებთანაც აქვს გაფორმებული.
დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ გლობალურ ბაზრებზე გაზისა და ნავთობის გაძვირება გამოიწვია. შედეგად, ევროპის ქვეყნები ახლა ცხოვრების ხარჯების ზრდას და შემოსავლებთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდიან.