საინფორმაციო და საკომუნიკაციო ბაზრის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ინტერნეტის მეშვეობით საქონლის ან მომსახურების შეძენის მაჩვენებელი გაზრდილია.
საქსტატის 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში, 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებლების 30%-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 23,8%-ს შეადგენდა.
ელექტრონული კომერციის მაჩვენებელი საქალაქო დასახლებებში 35.1%-ია (2022 წელს 28,8%-ს შეადგენდა), ხოლო სასოფლო დასახლებებში 20.7%-ს შეადგენს (2022 წელს 14,3% იყო).
სქესის მიხედვით მაჩვენებლები ქალებისათვის 32.8%, კაცებისათვის კი 26.7%-ია.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლები განსხვავებულია. ელექტრონულ შესყიდვებში ზრდა ყველაზე მაღალია 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში.
15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში – 40.9%; (2022 წელს 37,7% იყო);
30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში – 30.9%, (2022 წელს – 22%);
60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 13% (2022 წელს – 8%)
იმ ადამიანების წილი, ვინც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება ინტერნეტის მეშვეობით ასე გამოიყურება: