საქართველოს საბანკო ბაზრის ლიდერი 2 ბანკის – საქართველოს ბანკისა და თიბისის მოგება და, შესაბამისად, წილი ყოველწლიურად იზრდება.
1-ელი აგვისტოს მონაცემებით, ამ ორი ბანკის წმინდა მოგებამ 1.18 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანად სექტორის მოგების 87% იყო. მათი მოგების ოდენობა 15-ჯერ და მეტად აღემატება უახლოეს „მდევრებს”.
სულ მოქმედი 15 კომერციული ბანკის საერთო მოგებამ 2023 წლის პირველ ნახევარში 1.35 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ერთ წელიწადში 50%-იანი ზრდაა.
3 კომერციული ბანკი ისევ ზარალზეა – პეისერა ბანკი, სილქ ბანკი და პაშა ბანკი.
ქართული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით:
-
საქართველოს ბანკი – 651, 080 მილიარდი ლარი
-
თიბისი ბანკი – 530,344 მილიარდი ლარი
-
ლიბერთი ბანკი – 39,772 მილიარდი ლარი
-
ბაზის ბანკი – 31,248 მილიარდი ლარი
-
პროკრედიტ ბანკი – 26,010 მილიარდი ლარი
-
ქართუ ბანკი – 17,100 მილიარდი ლარი
-
ტერაბანკი – 15,592 მილიარდი ლარი
-
ვითიბი ბანკი – 14,955 მილიარდი ლარი
-
კრედო – 13,854,228 ლარი
-
ხალიკ ბანკი – 11,845 მილიარდი ლარი.