2023 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 463.75 მლნ ლარით (0.98%) გაიზარდა და ივლისის ბოლოს 47.79 მლრდ ლარი შეადგინა. განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
საინტერესოა, რომ უცხოური ვალუტით გაცემული სესხები უფრო მაღალ ზრდას აჩვენებს. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვალუტაში 370.18 მლნ ლარით (1.73%) მეტი სესხი გაიცა. ლარში გაცემული სესხები 93.57 მლნ ლარით (0.36%) გაიზარდა.
ამასთან, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ლარში გაცემული ჰქონდათ 7.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.74%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 13.48 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.30%-ით მეტი) მოცულობის სესხი.
ივლისში 0.91%-ით, ანუ 227.94 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტება და ივლისის ბოლოსთვის 25.39 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის მონაცემებით, 2023 წლის ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 54.47% იყო. ეს მონაცემი ერთ თვეში 0.34%-ით შემცირდა.