Japan Tobacco და Philip Morris უკრაინამ ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა.
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ორივე ეს კომპანია აგრძელებს რუსეთში მოღვაწეობას და აგრესორი ქვეყნის ბიუჯეტში დიდი ოდენობით გადასახადებს იხდის.
სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში Japan Tobacco International-ის ინვესტიციებმა რუსეთის ეკონომიკაში $4,6 მილიარდს გადააჭარბა. კომპანიის მიერ შეტანილმა გადასახადებმა 2020 წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლის 1.4% შეადგინა.
„თავად კომპანიამ ღიად განაცხადა, რომ რუსულ ბაზარზე 2022 წელს დაახლოებით $2 მილიარდი გამოიმუშავა მისი კონსოლიდირებული შემოსავლის დაახლოებით 11%-ია“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
Japan Tobacco ფლობს ბრენდებს – Winston, LD, Mevius, Camel, Sobranie. Philip Morris, აწარმოებს Marlboro, Parliament, Bond, Chesterfield, L&M.