დღევანდელი, 23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 1.19 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6334 ლარი შეადგინა.
ევროსთან მიმართებით ლარი გამყარდა. კურსთა შორის სხვაობამ 0.81 თეთრი შეადგინა და 1 ევროს ღირებულება 2.8462 ლარი გახდა.
2,06 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ღირებულებამ 3.3265 ლარი შეადგინა.
1 თურქული ლირა 9,68 თეთრი ღირს.