საქსტატის მონაცემებით, ივლისში, საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურება გაძვირდა.
2022 წლის ივლისის თვესთან შედარებით, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2.3%-ით არის გაზრდილი.
ფასების ინდექსის ზრდა განაპირობა სადენიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაძვირებამ, რომლის ფასი ერთი წლის განმავლობაში 3.7%-ით არის მომატებული.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ივლისის შემდეგ არ შეცვლილა უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასი.
ხოლო სხვა სახის სატელეკომუნიკაციო მომსახურება ჯამში, 2.3%-ით არის გაძვირებული.