საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22%-ით შემცირდა და $1,728.2 მილიარდს გაუტოლდა.
რამ გამოიწვია ადგილობრივი ექსპორტის კლება?
2022 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, ყველაზე დიდი კლება ფეროშენადნობებმა განიცადა, რომელიც სიდიდით მეორეა საექსპორტო ჩამონათვალში.
-
ფეროშენადნობების ექსპორტი 68.1%-ით შემცირდა;
-
სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 39.5%-ით შემცირდა;
-
აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 41,5%-ით შემცირდა;
-
ტრიკოტაჟის ნაწარმის ექსპორტი 5.3%-ით შემცირდა.
კლების მიუხედავად, 2023 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია $375.5 მლნ-ით; აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.7%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები $149.8 მლნ.-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7%).
მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $111.2 მლნ.-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.4%).