საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ $3 583.4 მლნ. შეადგინა, რაც 15.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, ზრდა რეექსპორტის ხარჯზე მოხდა, რადგან ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) შემცირებულია (ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 48.2%-ს შეადგენს). აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 22%-ით შემცირდა და $1,728.2 მილიარდს გაუტოლდა.
2023 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის გასაღების ძირითადი ბაზარი რუსეთია ($323.6 მლნ), სადაც ექსპორტი წინა წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 13%-ით გაიზარდა.
რუსეთის წილმა მთლიან ექსპორტში 13%-დან (2022 წლის იანვარ-ივლისი) 19%-ს მიაღწია.
სხვა ძირითად საექსპორტო ქვეყნებში ექსპორტი შემცირებულია, მათ შორის, თურქეთში 13.7%-ით დაიკლო ($236.7 მლნ.) და ჩინეთში – 51.4%-ით ($217.5 მლნ.).