„მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი“, – განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოები მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში მიმდინარეობს. ასევე, ხდება მასზე არსებული კუნძულოვანი მონაკვეთების დათვალიერება, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე, მცურავი საშუალებების, ცოცხალი ძალისა და კინოლოგთა ჯგუფის მეშვეობით.
20 აგვისტოს მონაცემებით, მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი, 5 პირის საძიებო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.
შოვში ღვარცოფი 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 15.00 საათისთვის მოხდა.