ილონ მასკმა Twitter-ის 200-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ შორის ის თანამშრომლებიც არიან, რომლებიც მაღალ პოზიციას იკავებდნენ და კომპანიაში მასკის მისვლის შემდეგ დააწინაურეს. ბევრმა მათგანმა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც კომპანიის ელექტრონულ ფოსტასა და შიდა სისტემაზე წვდომა შეეზღუდა.
გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდა ესთერ კროუფორდი, სააბონენტო გამოწერის სერვისის Twitter Blue-ს ხელმძღვანელი, რომელიც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სამსახურში რჩებოდა და ღამესაც ოფისში ათევდა. კროუფორდმა ტვიტერში დაწერა, რომ მისი „ოპტიმიზმი ან შრომისმოყვარეობა შეცდომა იყო…”
ვარაუდობენ, რომ შემცირებები შეიძლება უკავშირდებოდეს მასკის მიერ Twitter-ზე მთლიანად ახალი რეჟიმის დაყენებას.
Twitter-ში შემცირებები შარშან ნოემბერში დაიწყო. მაშინ თანამშრომლების 50% სამსახურიდან დაითხოვეს.