აშშ-ის ხაზინის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი ნახეს პეკინში ვიზიტისას, როგორ ჭამდა სოკოს, რომელიც ცნობილია თავისი ჰალუცინოგენური თვისებებით.
ჯანეტ იელენმა CNN-ს განუცხადა, რომ ივლისში ჩინეთში ვიზიტის დროს მან მართლაც მიირთვა სოკოს ჯადოსნური კერძი, სახელწოდებით Jian shou qing, რომელიც ითარგმნება როგორც „ნახე ხელი ლურჯი”.
„მე ვახშამზე ვიყავი დიდ ჯგუფთან ერთად, ვინც კერძი შეუკვეთა. გემრიელი სოკოს კერძი იყო. არ ვიცოდი, რომ ამ სოკოებს ჰალუცინოგენური თვისებები ჰქონდა. ეს მოგვიანებით გავიგე”, –თქვა მან.
იელენმა CNN-ს განუცხადა, რომ სოკოს გამო არავინ დაზარალებულა.
„წავიკითხე, რომ თუ სოკო სწორად არის მოხარშული, რაშიც დარწმუნებული ვარ, ასეც იყო იმ ძალიან კარგ რესტორანში, მათ არანაირი გავლენა აქვთ. ყველა ჩვენგანს ესიამოვნა სოკო და არცერთ ჩვენგანს რაიმე ცუდი შედეგი არ უგრძნია”, – თქვა იელენმა.
ეს ამბავი რესტორნისთვის სასარგებლო გამოდგა. იელენის სტუმრობის გახმაურების შემდეგ სოკოს კერძი რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.