ივლისის თვეში რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა თვეში რუსეთის ფედერაციიდან $73.8 მლნ ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 26.6%-ით ნაკლებია;
შემცირების მიუხედავად:
-
რუსეთიდან გზავნილები ყველაზე დიდ – 24,52%-იან წილს იკავებს საერთო გადმორიცხვებში;
-
იტალია გადმორიცხვებით მეორე ადგილზეა ($45.34 მლნ), წინა წლის ივლისთან შედარებით ზრდა 26%-ს შეადგენს;
-
აშშ – $40 მლნ, +40%;
-
საბერძნეთი – $21.6 მლნ, +12.9%;
-
გერმანია – $20.5 მლნ, +40.3%;
სულ 2023 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $301.1 მლნ (782 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით ნაკლებია 2022 წლის ივლისის მაჩვენებელზე.
„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე $1 მლნ-ს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა“, – წერია სებ-ის პრესრელიზში..