ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 13,23 ათასი ტონა, რაც 1,17 ათასი ტონით, ანუ 9,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,06 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალები ყველაზე დიდი მოცულობით შემოვიდა:
- თურქეთი – 2,79 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,1%-ს შეადგენს.
- ირანი – 2,74 ათასი ტონა (20,7%);
- გერმანია – 1,50 ათასი ტონა (11,3%),
- აზერბაიჯანი – 0,82 ათასი ტონა (6,2%);
2023 წლის იანვარ-ივლისში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 67,1 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით, ანუ 0,7%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (67,6 ათასი ტონა) შედარებით.
საავიაციო ნავთის იმპორტი განხორციელდა:
- თურქმენეთიდან – 44,1% (29,6 ათასი ტონა);
- აზერბაიჯანიდან – 25,8% (17,3 ათასი ტონა);
- საბერძნეთიდან – 15,3% (10,3 ათასი ტონა);
- თურქეთიდან – 10% (6,7 ათასი ტონა);
- მალტიდან – 4,8% (3,2 ათასი ტონა).