შოვში სტიქიის ზონაში მოზარდის ცხედარი იპოვეს. შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. 12 ადამიანის ძებნა კვლავ მიმდინარეობს.
შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის – თემურ მღებრიშვილის თქმით, დღეს, 9 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული ორი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
„დღეს 2 ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში”, – თქვა მღებრიშვილმა.