შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაკარგული იყო 33 ადამიანი, საიდანაც დღეს დილით განახლებული მონაცემებით, ნაპოვნია 20 ადამიანის ცხედარი. ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა. ამიტომ, მინდა უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სოფელ გლოლის მოსახლეობას“, – განაცხადა პაპაუაშვილმა.
13 დაკარგული ადამიანის ძებნა კვლავ გრძელდება.
გუშინ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელსაც სტიქიის ზონაში ეძებდნენ და დაკარგულად მიიჩნეოდა, თბილისში აღმოჩნდა.