იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ივლისში, რეკორდული სიცხის ფონზე, ჩვეულებრივზე 7%-ით მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
გასულ თვეში სამხრეთ ევროპას სიცხის ძლიერი ტალღა დაატყდა თავს.
ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ ხანძრისა და სიკვდილიანობის რისკი გაზარდა. განსაკუთრებით დიდი რისკები შეიქმნა იტალიაში.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, მოსალოდნელზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით, 75 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში.
სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სამხრეთ ქალაქებში, როგორიცაა ბარი, კატანია და რეჯო კალაბრია. სარდინიაში გასულს თვეში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი – 48 გრადუსი ცელსიუსი.
ქვეყნის ჩრდილოეთში, სადაც სიცხემ ნაკლებად იმოქმედა, სიკვდილიანობა 14%-ით მცირე იყო წინა წლების ტენდენციასთან შედარებით.
კვირას მეხანძრეებმა კუნძულ სარდინიას აღმოსავლეთ სანაპიროზე 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
ერთ დღე-ღამეში ხანძრის 60-მდე შემთხვევა იყო ნუოროსა და კალიარის პროვინციებში.