საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ სექტემბრამდე გააგრძელებს შემცირებული ლიმიტით (1 მილიონი ბარელით ნაკლები დღეში) ნავთობის მოპოვებას. ამ ინფორმაციის ფონზე, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა.
Brent-ის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ბირჟაზე ბარელზე $84,22-მდე აიწია.
WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ბარელზე $80,62-ია.
ამრიგად, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვების დონე მომავალ თვეში, სავარაუდოდ, 9 მილიონი ბარელი/დღეში იქნება.
ეს შემცირება ემატება აპრილში გამოცხადებულ 500 000 ბარელით შემცირებას, რომელიც 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ინვესტორები ელოდებიან OPEC +-ის მონიტორინგის კომიტეტის (JMMC) შეხვედრას, რომელიც პარასკევს გაიმართება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ უდიდესი ნავთობმომპოვებლების პოლიტიკა შეიცვალოს.