შოვში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა სტიქიის ზონიდან 40-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.
შსს-ის ცნობით, დარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად სამაშველო ღონისძიებები ახლაც მიმდინარეობს.
სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი, შოვში დაახლოებით, 1 საათის წინ ჩაფრინდა.