ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ვაგნერის დაჯგუფების ლიეტუვის საზღვართან გამოჩენის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები ბელორუსის გროდნოს რეგიონში, ლიეტუვას საზღვართან იმყოფებიან. ამის შესახებ LRT წერს.
ნაუსედას ინფორმაციით, ბელორუსის ტერიტორიაზე ამჟამად 4000-მდე ვაგნერის ჯარისკაცია.
„ვაგნერის მებრძოლების ნაწილი ჩვენს საზღვრებთან ახლოსაა, რომლებმაც პოზიციები დაიკავეს გროდნოს რეგიონში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია პროვოკაციების განსახორციელება, როგორც პოლონეთ-ბელორუსის, ასევე ლიტუვა-ბელორუსიის საზღვრებზე“, – აღნიშნა მან.
ნაუსედამ დასძინა, რომ უკვე მიღეს ზომები, გაძლიერდა ლიეტუვას საზღვრის დაცვა და არმია.
„ერთი რამ ცხადია: პუტინისთვის და ლუკაშენკოსთვის ძალიან დიდი ცდუნება იქნება, ისარგებლონ ვაგნერის მებრძოლების ყოფნით მათ უშუალო სამეზობლოში შესაძლო პროვოკაციებისთვის“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შესაძლებელია ჩაიკეტოს ბელორუსთან საზღვარი, მაგრამ ეს პოლონეთის, ლიეტუვას და ლატვიას შორის კოორდინაციით უნდა მოხდეს.
ნაუსედამ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ სასწრაფო შეხვედრა გამართეს სუვალსკის დერეფანთან, ბელორუსის მხრიდან პროვოკაციების განსახილველად.
ცოტა ხნის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა 100 ვაგნერელის სუვალსკის დერეფანში გადაადგილების შესახებ.
ივლისის ბოლოს ბელორუსის პრეზიდენტმა ვაგნერელების მხრიდან პოლონეთში შეჭრის სურვილზე მიანიშნა.
მოგვიანებით, ლუკაშენკომ თქვა, რომ ვაგნერელთა სურვილის თაობაზე იხუმრა.