საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოში წლიური ინფლაცია 0.3% იყო.
ინფლაციის დონეზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება
ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.1 %-ით, რაც 0.59%- ით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9%-ით), პირადი ჰიგიენა (9%).
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი
ჯგუფში ფასები მომატებულია 4.9%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.51% შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.3%), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (10.3%),
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო
ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3%-ით, რაც 0.43% -ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (7.5%), ისე თამბაქოს ნაწარმის (5%) ქვეჯგუფებზე.
ტრანსპორტი
ჯგუფში ფასები შემცირდა 12.1%-ით, რაც -1.53%-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.6%). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8%).
ჯანმრთელობის დაცვა
ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9%-იანი კლება, რაც -0.67%-ით აისახა წლიურ ინდექსზე.
ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.3%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4%).