უცხოური კომპანიები, რომლებიც რუსეთის დატოვება აპირებდნენ, შიშობენ, რომ მთელ აქტივებს დაკარგავენ.
პუტინი დასავლური კომპანიების თავისი გარემოცვისთვის დარიგებას გეგმავს, საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გასამყარებლად.
მას შემდეგ, რაც პუტინმა Danone-ს და Carlsberg-ის „ნაციონალიზაცია“ მოახდინა, უცხოური კომპანიები, რომლებიც ბაზრიდან გასვლას გეგმავდნენ, ფიქრობენ, რომ თავიანთი აქტივების მყიდველებს ვერ იპოვიან.
როგორც Bloomberg წერს, PepsiCo-მ და Mars-მა, რომლებმაც მილიონობით ინვესტიცია ჩადეს რუსეთში ქარხნების მშენებლობაში, ქონების მთლიანად დაკარგვის რისკის ქვეშ არიან.
ცნობისთვის, რუსეთის ქონების მართვის სააგენტოს გადაეცა Baltika-ს 100%(კომპანიის 98,56% ეკუთვნის შვედურ იურიდიულ პირს Carlsberg-ს, 0,09% –გერმანულ იურიდიულ პირს Carlsberg და 1,35% – Hoppy Union LLC-ს.
გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადავიდა Danone-ის რუსული ბიზნესის 100%.
2023 წლის 19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პუტინმა Danone Russia რამზან კადიროვის ძმისშვილს – იაკუბ ზაკრიევს გადასცა, რომელიც ამავე დროს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრია.
Danone რუსული აქტივების „ნაციონალიზაციის” საპასუხო მოქმედებას გეგმავს.
რუსეთის ბაზრიდან გასვლის გართულებაზე განაცხადა Heineken-მა.
„რუსეთში ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ ბიზნესისთვის კიდევ უფრო გართულდა აქტივებიდან გასვლის ნებართვის მოპოვება. აპრილში შევიტანეთ განაცხადი აქტივების გაყიდვის დასამტკიცებლად და ვაგრძელებთ მუშაობას“, – ნათქვამია ჯგუფის 2023 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში.
Heineken-მა ასევე განაცხადა აქტივების €201 მილიონით (€88 მილიონი 2022 წლის დეკემბერში და €113 მილიონი 2023 წლის ივნისში) გაუფასურების შესახებ.
კომპანიამ გასული წლის მარტში რუსეთში ახალი ინვესტიციები და ექსპორტი შეაჩერა. ასევე შეწყვეტა მისი ფლაგმანი ბრენდის – Heineken-ის წარმოება, გაყიდვები და რეკლამა.