სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი AAA-დან AA+-მდე შეამცირა, რამაც თეთრი სახლის უკმაყოფილება გამოიწვია.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილებას „თვითნებური” უწოდა.
Fitch-ის განმარტებით, რეიტინგის შემცირება აშშ-ის ფისკალური მდგომარეობის გაუარესებამ განაპირობა. გადაწყვეტილებაზე ასევე იმოქმედა მოლაპარაკებების ხანგრძლივმა პროცესმა, რაც ბიუჯეტის ვალის ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.
„ბოლო 20 წლის განმავლობაში შეიმჩნევა მმართველობის სტანდარტების სტაბილური გაუარესება, მათ შორის ფისკალურ და სავალო საკითხებზე”, – ნათქვამია სარეიტინგო სააგენტოს განცხადებაში.
აშშ-ს საკრედიტო რეიტინგი AAA-დან შეამცირა მეორე დიდმა სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-ც.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დოლარი დაეცა მთელ რიგ ვალუტებთან მიმართებაში, დაეცა აქციების ფიუჩერსები, ხოლო სახაზინო ფიუჩერსები გაიზარდა.
თუმცა, ინვესტორები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საკრედიტო რეიტინგის შემცირების გავლენა მცირე იქნება.