რუსეთმა ბრინჯისა და ბრინჯის ბურღულეულის ექსპორტი დროებით – 2023 წლის 31 დეკემბრამდე შეაჩერა.
რუსეთის მთავრობის განმარტებით, გამონაკლისის სახით, აკრძალვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრებზე, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიწოდებაზე.
ბრინჯისა და ბრინჯის ბურღულის გაგზავნა ასევე დასაშვები იქნება საზღვარგარეთ ჰუმანიტარული დახმარებისთვის და საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისთვის.
მინისტრთა კაბინეტის განმარტებით, გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად მიიღეს.
როგორც ცნობილია, ბრინჯის ექსპორტი ივლისში მსოფლიოში ბრინჯის უმსხვილესმა ექსპორტიორმა ინდოეთმა აკრძალა. ინდოეთის ხელისუფლებას 2024 წლის საყოველთაო არჩევნების წინ ადგილობრივ ბაზარზე ფასების შენარჩუნება სჭირდება.